|
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!!!
სატენდერო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან და ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს აფიდავიტის
ფორმას. (ჩამოტვირთვა)
აფიდავიტი წარმოადგენს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობით დოკუმენტს, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების
უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული
ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
პრეტენდენტი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია აფიდავიტის ფორმა შეავსოს მასში განსაზღვრული
პირობების დაცვით და სატენდერო წინადადებით წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!!!
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში 2010 წლის 20 ივლისს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2010 წლის 1 სექტემბრისათვის უნდა უზრუნველყონ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართი №3-ის ცხრილი №1-ით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის.
|